თემქაზე, ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები პროტესტის უკიდურეს ფორმაზე, შიმშილობაზე გადადიან.
დღეს მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა და ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზა, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ეს მორიგი ფუჭი დაპირებაა, რომელიც არ შესრულდება, რადგან მოთხოვნები ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია.
მათი ერთადერთი მოთხოვნა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართია. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ რიგითი მაღალჩინოსნებისგან დაპირებები ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ მოისმინეს, მაგრამ ახლა გამოსავალი სჭირდებათ.
ცნობისთვის, შენობის სახურავის ნაწილი გუშინ, 10 იანვარს ჩამოინგრა, რის გამოც 140 ოჯახი, რომლებმაც ერთხელ უკვე დაკარგეს სახლი, ისევ ჭერის გარეშე დარჩნენ და ღამე ღია ცის ქვეშ გაათია. ისინი დევნილთა სამინისტროს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
წყარო – მთავარი
კომენტარები