მსახიობი გიორგი მარშანია სოციალურ ქსელში წერს:
„მოკლედ რომ შევაჯამო: რვის ნახევარზე სოფელ კოჭობაში, ტყეში, გავტეხე კარტერი, და ვითხოვე საშვი ათ საათამდე ოთხ ადამიანზე, რომ თბილისამდე ბუქსირით ჩამოვსულიყავით თბილისამდე. 144 -ში დავრეკე და უკმეხად მიპასუხა ოპერატორმა, გამოიძახე ევაკუატორი, საშვს ვერ მოგცემო. და გამითიშა. იმის მერე ვეღარ ვრეკავ 144 -ზე. გადავრეკე 112-ში და ავუხსენი სიტუაცია. მომისმინეს ყურადღებით. მაგრამ – ჩემთან აზუსტებდნენ, ვის ეკუთვნის სოფელი კოჭობა, რომ შესაბამისი ზონის საპატრულოსთვის გადაეცათ. ვუხსნიდი, რომ მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორ იყოფა საპატრულოს ადმინისტრაციული ზომები. პასუხი იყო, რომ თუ არ მეტყვით სად ხარ, ვერ მოვალთ. მე ავუხსენი, რომ “სოფელი კოჭობა” ჩაწერონ google map-ში და მოვლენ. ადმინისტრაციულ ზონებში ვერ ვერკვევი. საბოლოოდ, ჩემი საქმე გადასცეს დუშეთის საპტრულოს, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ მის ზონაში არ ვარ [ ანუ თურმე მცხეთაში ვარ და ამათმა დუშეთის პატრულს გადასცეს ინფორმაცია ] და რომც ვიყო ვერ დამეხმარებიან და კომენდანტის საათს თუ დავარღვევ, დამაჯარიმებენ. ეს კონკრეტული პოლიციელი იყო ძალიან ზრდილობიანი და ყურადღებიანი. ამასთან, 112-მა ეს საქმე ასევე გადასცა სამაშველოს და უთხრა, რომ საბადურის ტყეში, ტალახში ჩამივარდა მანქანა და დახმარება მინდა. ანუ კოჭობაში ვარ გატეხილი კარტერით და საშვი მინდა, რომ თბილისში დავბრუნდე.
144-მა დამიკიდა. 112-მა მომისმინა და სამაშველო გაუშვა საბადურში და დუშეთის პოლიციას გადასცა საქმე. მე კაი, გადავრჩები, მაგრამსისტემა რომ გაიაზროთ.. რას ნიშნავს ადამიანი მთავრობისთვის.. საბოლოოდ, აქ ვარ, ველოდები კომენდანტის საათის გასვლასდა იმ დროს, როცა მივხვდებით, მთავრობებს არც ერთი გადაჯმა უნდა შერჩეთ!
კომენტარები