ჟურნალისტი სოფო ბუკია, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და წერს:
“145 დღე იშიმშილა ოლეგ სენცოვმა და ამ ხნის განმავლობაში უწყვეტად იღებდა საკვებ დანამატებს სხვადასხვა სითხეების და ფაფების სახით. (ეს რამე საიდუმლო ინფორმაცია კი არ არის, დაგუგლეთ და ნახავთ). წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გაძლებდა უბრალოდ. მოშიმშილე ადამიანი თუ სიცოცხლეს ინარჩუნებს საკვები დანამატებით, ეგ ჭამას არ ნიშნავს. პუტინის დეპუტატებს და პუტინის ციხის ადმინისტრაციასაც კი, არასოდეს უთქვამთ, რომ სენცოვი არ შიმშილობდა, ფაფებს ჭამდა და დიეტას იცავდა.
ჯერ ეგ ერთი, შიმშილობა არ ნიშნავს თვითმკვლელობას. შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა და მას იმიტომ კი არ ირჩევენ, რომ მოკვდნენ, არამედ პირიქით, რომ გადარჩნენ და/ან სხვა ადამიანები გადაარჩინონ, საკუთარი ან სხვისი უფლებები დაიცვან.
update: ეს სქრინი ბიბისის სტატიიდანაა.”
წყარო – GTMEDIA.GE
კომენტარები