2021 წლის ივნისში საქართველომ სულ 146.6 ათასი ვიზიტორი მიიღო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი – 76,946 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში.
რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი:
1. თურქეთი – 29,606 ვიზიტორი
2. ისრაელი – 15,837 ვიზიტორი
3. უკრაინა – 15,493 ვიზიტორი
4. რუსეთი – 14,967 ვიზიტორი
5. სომხეთი – 13,342 ვიზიტორი
6. საქართველო (არარეზიდენტი) – 10,863 ვიზიტორი
7. ყაზახეთი – 7,328 ვიზიტორი
8. აზერბაიჯანი – 6,900 ვიზიტორი
9. საუდის არაბეთი – 6,046 ვიზიტორი
10. ბელარუსი – 3,809 ვიზიტორი
11. უზბეკეთი – 2,772 ვიზიტორი
12. პოლონეთი – 1,793 ვიზიტორი
13. აშშ – 1,709 ვიზიტორი
14. გერმანია – 1,633 ვიზიტორი
15. ირანი – 1,352 ვიზიტორი
ტურიზმის შედარებითი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის ივნისთან) შედარებით 80%-ით ნაკლებია ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივნისში ვიიზტორთა ნაკადი 2019 წლის 20%-ის დონეზე აღდგა.
2020 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალი 80%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა.
2021 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ $177 მილიონი მიიღო.
კომენტარები