ფოტო – ტვ პირველი
მესამე პრეზინდეტთან “ვივამედის” ექიმი შეიყვანეს. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ პრობლემა მხოლოდ ციხის ექიმებმა ვერ მოაგვარეს და ექიმის გამოძახება სამოქალაქო კლინიკიდან გახდა საჭირო.
თავდაპირველად ანგიოქირურგმა ალექსანდრე ღოღელიანმა მედიასთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს სისხლძარღვებთან დაკავშირებით აქვს პრობლემა და ადგილზე ამის გამო გამოიძახეს, თუმცა ცოტა ხანში ნათქვამი უარყო და აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია ციხეში რომელი პატიმარი უნდა მოინახულოს.
ამ ფონზე იუსტიციის სამინისტრო საკუთარ გადაწყვეტილებას არ ცვლის და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მხოლოდ გლდანის N 18 ციხის საავადმყოფოში გეგმავს.
“ვივამედის” ექიმმა ციხე კომენტარის გარეშე დატოვა.
კომენტარები