პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
მეგობრებო,
მინდა ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატუსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემაზე სპეკულაციები:ჩვენ შევთანხმდებით თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ვსაუბრობთ სამშობლოზე, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, იქ, ნებისმიერ შემთხვევაში, იშლება ყველანაირი ზღვარი და თითოეული ჩვენგანი ხდება თავისი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი.მაგალითად, ლევან აბაშიძე, აფხაზეთის ომში, ჯერ საქართველოს რიგითი ჯარისკაცი იყო და მხოლოდ შემდეგ ყველასთვის საყვარელი მსახიობი.შეეძლო, დარჩენილიყო მხოლოდ მსახიობად, მაგრამ აბსოლუტურ კატეგორიაზე გააკეთა არჩევანი – შეეწირა საკუთარი ქვეყანას!ჰოდა, როცა საქართველოა დასაცავი, იქ რიგითი ჯარისკაცი ათასჯერ მეტია, ვიდრე ცხრაგზის თუ ცხრაასგზის მსოფლიო ჩემპიონი, რომელ სპორტშიც გნებავთ.ასეა ეს და სხვანაირად ვერ იქნება!ყველა თავის საქმეს ვერ მიხედავს, როცა სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საშიშროება დგას.ერთხელ ხომ გამოხატა საკუთარი აზრი, მეტი რა ქნას?რა ქნას და სამშობლო ერთი დღით არ არის, ყველა დღითაა!ჩვენი დასაცავია, ვიდრე პირში სული გვიდგას!ეგრე ჩვენც გამოვხატეთ პოზიცია, ერთხელ კი არა, ათჯერ, ასჯერ, აღარ გავაპროტესტოთ?მივხედოთ ჩვენ-ჩვენს პირადსა და ყოფით საქმეებს?მოკლედ, არ არსებობენ კუმირები, ავტორიტეტები, ხელის გულზე სატარებელი, ვინმეზე რამით მეტი, რამით უპირატესი ადამიანები ამ ბრძოლაში!მახსოვს ერთხელ პრინცესა დიანას (!) ჰკითხეს, ერთი დღით რომ შეგეძლოთ ადგილის გაცვლა, ვის გაუცვლიდითო და უპასუხა: დიდი ბრიტანეთის რიგით ჯარისკაცსო!ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური თუ ნებისმიერი სხვა, აქ უნდა მოვიდეს, აქ უნდა დადგეს!მერე აქვს ფასი სტადიონსაც, ფიცარნაგსაც და ტატამსაც.ეს ჩვენი შიდა ამბავია, ჩვენი მორალური საყრდენი, რამაც ბევრჯერ გადაგვარჩინა და აქამდე მოგვიყვანა!რადგან დღეს თუ ვინმე ჩემპიონია, დღეს თუ ვინმე ბრწყინავს, დღეს თუ ვინმე საქართველოს ღირსეული შვილია, ყველა რუსთაველზე დგას!აქ 15-16 წლის ბავშვები სპეცრაზმელებს ელეწებიან და რა დროს ბურთი, შტანგა და კიმონოა.P.S. მე ველოდები ამ ხალხისგან მკვეთრ, მკაფიო პოზიციას!არც მათი სიყვარულისგან ვარ დაცლილი და არც პატივისცემისგან, უბრალოდ, საქართველო ყველასა და ყველაფერზე მეტია!
წერტილი.
კომენტარები