“მთავარი არხის” ჟურნალისტისა და მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის, მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი დააკავეს.
“ბოლო ინფორმაციით, როგორც ვიცით, 15 ადამიანი ჰყავთ დაკავებული. შსს-ში ჰყავთ გადაყვანილი, ე.წ. შუშების შენობაში… ადამიანებს უბრალოდ იტაცებდნენ, რითიც შეგვეძლო იმით ვუწევდით წინააღმდეგობას, რაღაც ეტაპზე ფქვილი შევაყარეთ და ამის პარალელურად მიმდინარეობდა ადამიანების პირდაპირ მოტაცება… გიორგი მჟავანაძე იქით იდგა ცალკე, ტელეფონში რაღაცას აკეთებდა და თითით აჩვენეს და დააკავეს.”
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ნოდარ რუხაძე, გიგა მაქარაშვილი, გიორგი მჟავანაძე, ზუკა ბერძებნიშვილი, გუკა გოლიაძე, ნატა ფერაძე, გვანცა პერტია, ბაჩი ვალიშვილი.
კომენტარები