სვანეთში ადამიანები ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. ენერგო-პროს განცხადებით, ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან:
“ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად”
ამ წუთებში სვანეთში აქციაა.
წერილებს სვანეთიდან უკომენტაროდ გთავაზობთ.
დავით ხერგიანი:
“მესტიის ცენტრში ამ წეთებში ვაპროტესტებთ, ელ. მომარაგების სრულ კოლაფსს, ჩაბნელებას და -15 გრადუსში წყვდიადში გათენებულ ღამეებს.
ვისაც გაწუხებთ შემოგვიერთდით.“
ნინი ხერგიანი:
ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia-მ შუა ზამთარში მოიხსნა ვალდებულება ელექტროენერგიის მოწოდებაზე მესტიის მოსახლეობისთვის.
მესამე წელია, რაც ეს მაინინგის პრობლემა დგას და ვინმეს სჯერა, რომ ენერგო პროს არ შეუძლია აღმოაჩინოს ეს ფერმები?
ბოლოსდაბოლოს ბორშში ვის მოუვიდა მეტი მარილი ის იცით:)) თუ საერთოდ ესაა მართლა რეალური პრობლემა.
ნარმანიამ წეღან თქვა, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის საფასურს, დავიხოცებით სიცივით.
შუა ზამთარში გვამცნო ჯიგარმა..
დაგეწყოთ შარშან წინ, შარშან, ამ ზაფხულს მოსახლეობასთან კომინიკუაცია ამ კუთხით.
შემოგეთავაზებინათ შეღავათიანი ტარიფი და ვინ არ გადაიხდის?!
ამ ჯოჯოხეთისთვის რატომ გაგვწირეთ, არჩევნები იყო ალბათ წელს ხომ?
გაზის შემოყვანა რომ თქვენი მმართველობის პირობებში აქ ფანტასტიკის ჟანრია, ვიცით.
ახლა რატომ აკივლდით მთელი სატროლეთი, რომ ღირსები ვართ ყივნაში რომ სული გვხდება?
ტროლბოტები ავრცელებენ ჭორებს, რომ თურმე სვანები ცემენ ენერგოპროს თანაშრომლებს და კიდევ ათასგვარ სისულელეს
ანუ რა გინდათ, პირდაპირ გვითხარით რაა.. რაღაცა გინდათ და თქვით! ბოლოსდაბოლოს 80% ელექტორატი გყავთ აქ
ქართული ოცნება / Georgian Dream
საქართველოს მთავრობა გვხოცავთ ადამიანებს?”
კომენტარები