თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„სამუშაოების განმავლობაში, არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდება“, -აღნისნულია მერიის განცხადებაში.
მერიაში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.
კომენტარები