მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კიკეთში საზარელი დანაშაული მოხდა, პირმა 5 ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პირი, რომელიც ისროდა, სავარაუდოდ, თავადაც კიკეთში ცხოვრობს. დაჭრილებს შორის სახლში მყოფი სტუმრებიც არიან.
მას შემდეგ რაც გასროლა განახორციელა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, საცხოვრებელი სახლი ასევე დატოვეს სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრებმაც.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მიყოლებით 15-მდე გასროლის ხმა გაიგონა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილობრივებს მიკროავტობუსით გადაჰყავდათ, რა დროსაც გარდაიცვალა.
კომენტარები