ვინ დაიკავებს პრემიერის სავარძელს?
„მაია ცქიტიშვილი, მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ლილუაშვილი და აჩიკო თალაკვაძე, ამ ოთხ ადამიანზეა ლაპარაკი
რაკიღა აჩიკო თალაკვაძე პრემიერობის ერთ–ერთ კანდიდატად განიხილება, აქ ერთ ამბავს მოგითხრობთ, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა დეპუტატმა მიამბო. არჩილ თალაკვაძე, მოგეხსენებათ, ყოფილი „ნაციონალია“. იყო „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. ასევე, გახლდათ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდკავშირის თვითმმართველობის ხელმძღვანელი და ამ პოსტზე, ცხადია, ვერ მოხვდებოდა „ნაცმოძრაობის“ დასტურის გარეშე. თალაკვაძე სტუდკავშირის ხელმძღვანელობისას, ერთ წელს გახლდათ ყვავილნარის ახალგაზრდულ–პატრიოტული ბანაკის ხელმძღვანელი, 2006 წელს. ამ დროს ეს ბანაკები ექვემდებარებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, მინისტრი კი ლადო ვარძელაშვილი გახლდათ. ვარძელაშვილმა რაღაც დავალებები მისცა თალაკვაძეს. ჩავიდა მერე ყვავილნარში და საკუთარი თვალით ნახა, როგორ შეასრულა მან ეს დავალებები. აღმოჩნდა, რომ თალაკვაძეს ყველაფერი ისე არ ჰქონდა გაკეთებული, როგორც ვარძელაშვილმა დაავალა. გაბრაზდა მინისტრი ვარძელაშვილი და სახალხოდ, დაახლოებით 15 კაცის თანდასწრებით, ჯერ კეფაში ორჯერ წამოარტყა ხელი თალაკვაძეს და მერე გამეტებით ამოარტყა პანღური. თალაკვაძეს ხმა არ ამოუღია. თავდახრილი იდგა და ლუღლუღებდა: ბოდიში, ბატონო ლადო. ხვალვე ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც თქვენ გინდათო. ჰოდა, როდესაც ყოფილი „ნაციონალი“, ლადო ვარძელაშვილის პანღურამორტმული კაცი უზით პარლამენტის თავმჯდომარედ და პარტიის აღმასრულებელ მდივნად, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მომხრეები ცოტა უნდა დაფიქრდნენ. ვინც ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებს, ყველას „ნაცი“ არ უნდა ეძახონ და სულ მცირე, უნდა რცხვენოდეთ, რომ ამ ადამიანს ეს პოსტები უკავია.
ლევან ჯავახიშვილი
კომენტარები