ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„15 წლის წინ 3 თებერვალი გათენდა… ან… არ გათენდა…
15 წელი და არც ერთი ნაბიჯი წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში…
საქართველოს პროკურატურა! დახურე საქმე! სირცხვილია! დახურე და გახადე მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი… ამას ვეუბნებოდით მიშას სისხლიან პროკურატურას და ამას გეუბნებით 15 წლის შემდეგ თქვენ, ჩვენო „მონაპოვარო“!
ყინავდა… იყო დიდი თოვლი და გაუსაძლისი ტკივილი. ერთმანეთში არეულიყო ცოდვა და მადლი…
ახლაც ყინავს, ახლაც მტკივა და ახლაც ყველაფერი ერთმანეთშია არეული…
დღეს ზურაბ ჟვანია მოკლეს…“
კომენტარები