ფოტო – თაიმერი
გამოცემა თაიმერის ინფორმაციით, 17 აგვისტოს, ხუთშაბათ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარტვლის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში. ავტომანქანა 15 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია მსუბუქი მანქანის მძღოლი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
კომენტარები