ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დაახლოებით 15 წლის წინათ, ეროვნულ ბანკში გვქონდა მსჯელობა, ხომ არ ჩაგვენაცვლებინა რამდენიმე სახის ქაღალდის კუპიურა პლასტიკური ფულით. მაშინ ეს რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა. დღეისათვის ოცამდე სახელმწიფოში ესა თუ ის ბანკნოტი არის პოლიმერული, ხოლო ავსტრალია მთლიანად გადავიდა ამ სახის ფულზე.
რა უპირატესობა აქვს პლასტიკურ ფულს: ჰიგიენურია( ირეცხება), ძნელად ცვდება და ამის გამო მნიშვნელოვნად ეკონომიურია.
უარყოფით მხარეებია: ესთეტური, მიუჩვევლობა( ხელით შეხებისას), უფრო ადვილად დეფორმირდება მაღალ ტემპერატურაზე( მაგ. გაუთოების შედეგად).
როგორც ვხედავთ, კორონავირუსის გაჩენამ პლასტიკურ ფულს სხვა უპირატესობაც შესძინა-ადვილია მისი ანტიბაქტერიალური დამუშავება.
უნდა შემოგვეღო თუ არა მაშინ? ძნელი სათქმელია. პოლიტიკურად რომ ვერ გადავიტანდი, ფაქტია”
კომენტარები