თბილისის მერმა გარე რეკლამების განთავსებაზე 15 წლიანი უფლება კომპანია “ალმას” გადასცა – ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. უმსხვილეს კომპანიას მომსახურებისთვის აუქციონის წესით 34 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან გადაუხდიან.
ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე ამბობს, სარეკლამო ბაზარს მთლიანად მხოლოდ “ოცნების” ხელისუფლების ფავორიტი დაიკავებს, რაც აჩენს ეჭვს, რომ საქმე კიდევ ერთ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.
“ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი, კახა კალაძე, აგრძელებს ერთი მხრივ თბილისელებისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას და მეორე მხრივ მსხვილ კორუფციულ გარიგებებს. მან 34 მილიონად მისცა 15 წლის ვადით გარე რეკლამის უფლება ხელისუფლებისთვის ლოიალურად განწყობილი ძმები ფხაკაძეების კომპანია “ალმას” , რომ წარმოვიდგინოთ ერთი წლის გარე რეკლამის საბაზრო ღირებულება 10 მილიონია. 150 მილიონი ლარის ღირებულების სერვისი ბატონმა კალაძემ მისცა სულ რაღაც 34 მილიონად. ფაქტობრივად, თავის ბილბორდ-კამპანიაში გაუცვალა ეს გარიგება”,- ამბობს გიორგი კაპანაძე.
ცნობისთვის, კომპანია “ალმა”, 2013 წლამდე „ალმა პლუსის“ სახელით იყო ცნობილი, მისი დირექტორია გიორგი ტრაპაიძე. თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული “მერიდიან მალტაა”, რომელის რეალური მფლობელები ლევან და სამსონ ფხაკაძეები არიან.
კომენტარები