ფრაქცია ენმ-ის ლიდერი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“16 ლეღვის ფოთოლი ერთი მზეჭაბუკის სხეულზე!
შოთაძე რომ გენერალური პროკურორი გახდება, ეს ხომ ყველამ ვიცით? რა ინტერესი ამოძრავებს იმ 16 კანდიდატს, რომელთა შანსები ნულია? რატომ მონაწილეობენ ამ დამამცირებელ შოუში? რატომ ქმნიან არჩევითობის ილუზიას? მოსწონთ ღეღვის ფოთლის როლში ყოფნა თუ ამით უნდათ სამსახური გაუწიონ ხელისუფლებას იმის იმედად, რომ მომავალში ეს საქციელი წინ დახვდებათ და ლეღვის ფოთლობა დაუფასდებათ?
ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი მოხსნიდა საკუთარ კანდიდატურას და ხელს შეუწყობდა ამ მახინჯი სისტემის მხილებას საზოგადოების თვალში.”
კომენტარები