16 ნოემბერს ცესკომ სხდომა ჩანიშნა

103 ცენტრალურლმა საარჩევნო კომისიამ ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, სხდომა ჩანიშნა – ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” ცესკოს ორმა წევრმა დაუდასტურა. ცესკოს წარმომადგენლებს ხვალინდელი სხდომის შესახებ  დღეს, 21:30 საათზე, ელექტრონული ფოსტით აცნობეს. ამ დროისთვის დღის წესრიგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისთვის არ გადაუგზავნიათ. არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამოს.