“მთავარი არხის” ინფორმაციით, ახმეტაში, სოფელ დუმასტურში, ძიუდოს დარბაზში, ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი დაიღუპა.
მოზარდი სოფელ ქისტაურიდანაა.
“დუმასტურში მამას ჰყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ, ძიუდოს დარბაზია, იქ. ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, კისრის ტრავმა მიიღო და მამის თვალწინ დაიღუპა “– ყვებიან მედიასთან ადგილობრივი მაცხოვრებლები.
კომენტარები