უკრაინის პრეზიდენტი F-16-ების გამოჩენას უკრაინის ცაზე, მომავალი წლის დასაწყისში ვარაუდობს. პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პარტნიორებთან 50-60 ასეთ თვითმფრინავზე აქვთ შეთანხმება, თუმცა მისივე თქმით, უკრაინას 160 ავიაგამანადგურებელი სჭირდება იმისათვის, რომ რუსეთს ცაში დომინირების საშუალება არ მისცეს – “საერთო ჯამში, ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 160 თვითმფრინავი, რათა იყოს ძლიერი საჰაერო ფლოტი, რომელიც არ მისცემს რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ F-16-ები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.
კომენტარები