მილიონერი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ქონებით ყველაზე მდიდარია, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი და ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძეა. ის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლეა.
როგორც ქალბატონი ნატოს მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ოჯახი ფლობს: 4 ავტოფარეხს, 3 სახლს, 3 ბინას, 5 მიწის ნაკვეთს და 3 არასაცხოვრებელ ფართს – სულ მათ 18 უძრავი ქონება გააჩნიათ და აქედან – 8 აჩუქეს!
ჩხეიძე-ოქუაშვილის წყვილმა 2013 წელს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში 6 500 000 ფუნტ-სტერლინგად (რაც 29 მილიონი ლარის ექვივალენტია) შეიძინა საცხოვრებელი სახლი.
დეპუტატ ჩხეიძის საკუთრებაშია ცნობილი ფერწერული ტილოები – ის სულ 160 ფერწერული ტილოს მფლობელია. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დეკლარაციის მიხედვით ყველა, 160 ტილო – აჩუქეს!
ზაზა ოქუაშვილს ჰყავს ორი BMW-სმარკის ძვირადღირებული მანქანა, ერთის ღირებულება 87 000, ხოლო მეორის – 38 230 ფუნტი-სტერლინგი.
დეკლარაციის მიხედვით, ქალბატონ ნატოს ფულადი დანაზოგი სამ ვალუტაში: ლარში, დოლარსა და ევროში აქვს.
როგორც დეკლარაციაში თავად მიუთითებს, ის 11 300 ლარი, 39 700 დოლარი და 27 000 ევროს ფლობს დანაზოგის სახით. ნატო ჩხეიძემ 2019 წელს, როგორც პარლამენტის წევრმა 47 880 ლარი ხელფასის სახით აიღო.
ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ზაზა ოქუაშვილს საიჯარო ხელშეკრულება სხვადასხვა მოიჯარესთან აქვს გაფორმებული.
ზაზა ოქუაშვილის საკუთრებაშია ასევე პანამასა და შვეიცარიაში აქციები და ობლიგაციები, აქედან ყველაზე მსხვილი შენაძენია შვეიცარიაში, 5 000 000 დოლარად.
კომენტარები