ტვ პირველის ინფორმაციით, მათ მოიპოვს ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მმართველი პარტიის ე.წ. კაპიტნებს, ქართული ოცნების საარჩევნო გენშტაბიდან, არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, ზუსტად დღის 12:00 საათზე მიუვიდათ.
მედიის ცნობით, ჩანაწერებში, ადამიანი, რომელმაც “ოცნების” კაპიტნები, ქოლ-ცენტრებში გაწეული სამუშაოს გამო შეაქო და პარტიის ლიდერების მადლიერება გადასცა, ბენედიქტე გეგეჭკორია.
ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის მომენტში, არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილი იყო და ცესკოს ვებგვერდზე, კალანდარიშვილს უკვე ეწერა, რომ მმართველმა პარტიამ, ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. ეს მხარდაჭერა ციფრებში 1 120 011 – ხმით გამოსახეს. არადა, გეგეჭკორი, აუდიო ფაილში გარკვევით ასახელებს ციფრს – 953 336-ს, რომელიც კაპიტნების მუშაობის შედეგად, ივანიშვილის პარტიამ შეაგროვა და რომელიც ცესკოს ოფიციალური მონაცემისგან 166 615 -ით განსხვავდება. ეს სხვაობა დაახლოებით 7%-ს უდრის და გამოდის, რომ არსებულ პოლიტიკურ სურათს, სრულად აყირავებს.
მმართველი პარტიის გენერალურ მდივანთან მისულ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტს კი კახა კალაძე მშვიდად უყურებდა.
- “შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ სათვალიანი და წვერიანი ახალგაზრდა, გიორგი გერგედავა, მეტსახელად “გამერაა”. პირი, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, გერმანიიდან გლდანში, ცოტა ხნის წინ, წინასაარჩევნო პერიოდში დაბრუნდა.
ჩანაწერების მიხედვით, ქოლ-ცენტრებში დასაქმებულ ადამინებს ანაზღაურებას “ქართული ოცნება” ხელზე უხდიდა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები