თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან სამეთა სამინისტროში პირველი განმარტება გაკეთდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
შსს-ს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა, რაც გამოძიების მიერ დგინდება არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.
კომენტარები