“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილი:
“სტრასბურგის სასამართლომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება.
ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება.”
კერძოდ, სასამართლომ დაადგინა რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-სთან ერთად, რაც გულისხმობს LGBTQ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას.
სასამართლოს შეფასებით, დარღვეულია კონვენციის მე-11 მუხლი მე-14-სთან ერთად, რაც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დისკრიმინაციულად დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები