თბილისში კიდევ ერთი მკვლელობა გუშინ გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით არასრულწლოვანმა, 17 წლის ბიჭმა, მეგობართან ერთად დედას, 34 წლის ქალს დანით ჭრილობები მიაყენა. ორივე მომხდარიდან მალევე დააკავეს.
რუსთავი2- ის ცნობით, არასრულწლოვანმა თავად აღიარა დედის მკვლელობის მოტივი, კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ დედამისს ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან და სწორედ დედის პირადი ცხოვრების “გასარკვევად” მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში. არასრულწლოვანმა დედას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სასიკვდილო – ყელის არეში. შემდეგ კი დანაშაულის ადგილი ორივემ დატოვა.
ერთ-ერთი ვერსიით, დედის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი თავად მივიდა გარდაბნის პოლიციის განყოფილებაში და მისცა აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც ისიც და მისი მეგობარიც დააკავეს.
კომენტარები