პროექტმა Gulagu net-მა, “ვაგნერელებთან” ჩაწერილი ინტერვიუები გამოაქვეყნა. სიუჟეტს “PMC Putler” ჰქვია სადაც ერთ-ერთი “ვაგნერელი” ალექსეი სავიჩევმა ჰყვება, თუ როგორ დახვრიტეს არასრულწლოვნები ბახმუტში.
“და თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მეოთხე ეშელონს მიეცა ბრძანება, რომ ყველა, ვინც 15 წლის ან მეტის იყო, ერთბაშად, უსიტყვოდ ესროლათ და მოეკლათ..15-16 წლის უკრაინელები იყვნენ .. მათ იარაღი არ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც მაისურებს ვუწევდით, ისეთი ტატუები ჰქონდათ, სხვა გზა არ გვქონდა, უნდა დაგვეხვრიტა” – ამბობს ის.
სულ, მისი თქმით, მაშინ 24-25 ადამიანი დახვრიტეს, საიდანაც “10 ადამიანი ზუსტად” არასრულწლოვანია.
კიდევ ერთი დაქირავებული აზამატ ულდაროვი დასახლებების მშვიდობიანი მოსახლეობისგან “გაწმენდაზე” საუბრობს და ამბობს, რომ ბახმუტსა და სოლედარში 150 “ვაგნერელს” ჰქონდა ბრძანება, გაეთავისუფლებინა და გაენადგურებინა ყველა, ვინც გზად შეხვდებოდათ. ეს ბრძანება კი, თავად ევგენი პრიგოჟინიდან მივიდა.
“იცი რა მაქვს ამ ხელებზე? პატარა ბავშვის სიცოცხლე, 5-6 წლის… მე კი მხოლოდ საკონტროლოდ გავისროლე… არავის არ უნდა გამოვეშვი, არავის“ – აღიარებს ომის დამნაშავე.
ულდაროვმა ბახმუტში ცხრასართულიანი კორპუსის დიდ სარდაფზეც ისაუბრა: “იქ ბავშვები იყვნენ და მიბრძანეს, არავის გაგვეშვა…მივყევით ბრძანებას და არავინ გავუშვით.. მე და ჩემმა ჯგუფმა იქ ცოცხალია არავინ დავტოვეთ.. ეს 18 მარტს მოხდა, იქ 40-მდე ბავშვი და მხოლოდ 300-400 ადამიანი იყო”
მისი თქმით, ესეც პირადად პრიგოჟინის მიერ მიცემული ბრძანება იყო: “მოკალით ყველა, არავინ წაიყვანოთ ტყვედ”
კამერის თვალცრემლიანი ულდაროვი ამბობს, რომ მას ისევ სურს უკრაინის ომში დაბრუნება, თუმცა ამჯერად “თავდაცვის” სამინისტროდან და არა როგორც დაქირავებული.
კომენტარები