ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“ეპიზოდი ჩვენი დღევანდელი რეალობიდან: ავტობუსში ხანდაზმული მამაკაცი საკმაოდ მკვირცხლად ავიდა, მანამდე კარგა მანძილი ირბინა, რომ ავტობუსისათვის მიესწრო. მძღოლმა გაოცებულმა აღნიშნა კაცის სპორტულობა და სიმხნევე. 87 წლის ვარო ,- სიამაყით გამოაცხადა კაცმა. საამაყო ნამდვილად ჰქონდა. კარებთან სკამზე 18-20 წლის გოგონები ისხდნენ. ასაკი რომ გაიგეს ფეხზე წამოდგნენ, ადგილი დაუთმეს კაცს. მანამდე არ აპირებდნენ, არ თვლიდნენ საჭიროდ. კაცმა – სამი ჩემხელა მოიყარეთ, ბაბუო,- დალოცა ახალგაზრდები. ერთმა გოგონამ საკმაოდ ნაღვლიანი და გაღიზიიანებული ტონით უპასუხა:” რას ამბობთ, ერთი სული მაქვს როდის მოვკვდებიო” 18 -20 წლის გოგონამ – ერთი სული მაქვს როდის მოვკვდებიო.- გესმით ეს რას ნიშნავს? შეიძლება რომელიმე დიდი სავაჭრო ქსელის თანამშომელი იყო და ღამის მორიგეობიდან ლექციებზე მიდიოდა.18-20- წლის გოგო-ბიჭებს რომ სიცოცხლე არ უხარიათ და სიკვდილს ნატრობენ იმ ქვეყანაში ხელისუფლებაში ყოფნის როგორ არ გრცხვენიათ, ან რამდენი უნდა დააგროვოთ რომ ამ დეპრესიამ თქვენს შვილებამდე არ მოაღწიოს? გონზე მოსვლა მიჭირს.”
კომენტარები