მარიუპოლში 6 წლის გოგონა გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა. მედიის ცნობით, 6 წლის ტანიას ცხედარი სახლის ნანგრევებიდან ამოიღეს. იგი სიცოცხლის ბოლო წუთებში მარტო იყო.
მარიუპოლის მერის თქმით, გოგონას დედა გარდაეცვალა, ამიტომ ის მარტო იყო 8 დღე ქალაქის ბლოკადის დროს. მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ერთი ისტორია, მსგავსი ისტორიები მარიუპოლის ალყიდან მრავალია.
“რუსულმა ორკებმა დატოვეს ნახევარი მილიონი ადამიანი წყლის, ელექტროენერგიის, გათბობისა და კომუნიკაციების გარეშე. მათ ასევე ჩაკეტეს გზები, რამაც ქალაქი ფაქტობრივად მოწყვიტა სამყაროს. ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ყველა მცდელობა დაბლოკილია კრემლის ურდოს მიერ.
მაშინ, როცა ვარშავაში ან ბუდაპეშტში, მიუნხენსა თუ პარიზში, მარიუპოლიდან ათასნახევარ კილომეტრში, ბავშვები სკოლაში დადიან, ჩვენს ქალაქში მშვიდობიან ბავშვობას არიან მოკლებული.”
კომენტარები