• რეკლამა
  • კონტაქტი
21:36, შაბათი, 31 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “ახლა ენის ნაწილიც უნდა მოგაჭრა… ასე არაფერი გამჭირვებია, მოვკალი” – “მეომრის ზმანება” – არჩილ ხოფერია

ალია ავტორი - ალია
20:09 12-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
565

უკრაინაი, ოკუპანტების მიერ მოკლული ჯაბბა ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, წერს:

“იცით ალბათ ახლა ჩემი შვილის სული რა გზას გადის დიდ სამსჯავრომდე… მეგონა წესის და რიგის მიხედვით იქნებოდა ყველაფერი და ჯერ მე გავივლიდი მაგ გზას მაგრამ ასეთი იყო ნება უფლისა.. ამ პატარა ჩანახატში ყველაფერია საკუთრივ განცდილი ნანახი განაგონი გამოგონილი და ზმანება და ასეც დავარქვი მეომრის ზმანება…
ორი წლის უკან დავწერე არ გამომიქვეყნებია..
მაგრამ უნდა გამოვაქვეყნო ჩემ ცოდვებზე და გადაცდმებზე მას არავის მოჰკითხავს მაგრამ იმედი მაქვს როცა ჩემი დრო მოვა უფალი ასე არ დამსჯის და შვილთან ერთად ყოფნის საშუალებას მომცემს.
მეომრის ზმანება
რეიდი დაზვერვა იყო… ქალაქის ბოლოში უნდა ჩასულიყვნენ, რომელიც სადღაც მთებში გატრუნულიყო და სიცოცხლის ნიშანწყალს აქა იქ ამოსული კვამლით თუ იძლეოდა..
მთელი ღამე იარეს მთებით..ქალაქის განაპირას აღმოჩნდნენ, არც გამყოლი ყავდათ ..
გზის პირას ჩასაფრდნენ იმ იმედით რომ ვინმე გამოივლიდა კაცთაგანი თუ იქნებოდა მეომარი იქნებოდა უცილობლად. ყველას თოფქვეშ დაყენება მოახერხეს მტრებმა. სულ მალე ორნი გამოჩნდნენ ზემოდან მოდიოდნენ, ერთს უფრო დიდს საწვიმარი ეცვა მხარზე ავტომატი ეკიდა.. მეორე უფრო სუსტი და გამხდარი უიარაღო იყო. ეს ჩვენია ანიშნა გვერდზე ვინც ედგა იმას დიდზე .. ის მეორე თქვენი. იარაღს ვერ იხმარდნენ. დიდი გამწარებული იბრძოდა იძულებული გახდნენ მოეკლათ. არც პატარა აღმოჩნდა იოლი ნადავლი და არც დაბნეულა პირველივე რომელიც უკნიდან შეახტა გუდურასავით გადმოიღო და მეორეზე მივიდა პირდაპირ და ეგრევე გარესაემით მოცელა და ზევიდან დაახტა, სულ ცოტაც და გაათავებდა, მაგრამ დანარჩენები მიეშველნენ ..მკვდარი გზიდან გადაათრიეს. გზაზე ბრძოლის ყოველგვარი კვალი წაშალეს და სიღრმისკენ წავიდნენ.
ტყვე ხელით მიჰყავდათ, დაშავებული იყო, ფეხს ვეღარ ადგავდა, მუხლი გვერდზე ქონდა მოქცეული.
– “მხედრიონიდან” ხართ? – იკითხა ტყვემ პირველად.
– რა იცი “მხედრიონი”? – ჰკითხა მეთაურმა.
– ვიცი და ისიც ვიცი, რომ მედალიონებს ატარებს. ჩვენები ამბობენ, რომ მაგრები ხართ და ტყვედ ჯერ ვერავინ აიყვანეს.
– ის კაცი ვინ იყო?
– ბიძა იყო ჩემი აქაური ასეულის მეთაურია.
– სად მიდიოდით?
– ვერტმფრენზე მაცილებდა. მამა პირველივე დღეებში დაიღუპა, დედა და და თქვენებმა რომ ვერტმფრენი ჩამოაგდეს იქ იჯდნენ – ცრემლები ყელთან შეეკრა.
– ნათლია ქართველი მყავდა პატარა ჯვარი ამოიღო სვიტერის შიგნიდან. ჭიდაობას ასწავლიდა და მათ შორის მეც . აი თქვენები დავახეთქე მაგის ნასწავლი ფანდებია.
– სადაა ნათლიაშენი?
– მოკლეს ომი დაიწყო თუ არა შური იძია ვიღაცამ.
– შენ სადღა მიფრინავდი?
– გუდაუთას. ბიძაჩემმა წადიო მარტო შენ ხარო. მარტო მეღა დავრჩი, ბიძაც უცოლშვილო იყო.
ხმაური გაისმა ყვირილი, შორიდან სროლის ხმაც, გუშაგი მოვარდა. – სატვირთო მანქანით არიან მგონი ეძებენ ამათ.
ერთმანეთს გადახედეს ..ამას ვერ ატარებდნენ.
დატოვებაც არ შეიძლებოდა, ტყვემ უკვე ისედაც საკმარისზე მეტი იცოდა. მთელ ოპერაციას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჩაშლის საფრთხე დაემუქრა.
– ვინ იზამს – იკითხა მეთაურმა?
ყველამ განზე გაიხედა.
-წადით, დაგეწევით.
ბებუთი ამოიღო, ჟგუტი რომელიც კონდახზე ჰქონდა დახვეული შუაზე გადაჭრა და ორივე ხელზე გადაუჭირა ტყვეს, მერე პირში ალიკაპი ჩასჩარა და მორფი გაუკეთა, რომელის წამოსაღებადაც კინაღამ მთელი საავადმყოფოს შეყენება დასჭირდა. ორივე ხელზე საჩვენებელი და შუათითი მოაჭრა, სისხლი ოდნავ წვეთავდა გადაჭრილი სახსრებიდან.
– ეს იმისთვის, რამე რომ არ დაწერო! ეხლა ენის ნაწილიც უნდა მოგაჭრა ნუ გეშინია, როცა მორჩები ილაპარაკებ, შენები გიპოვნიან ალბათ.
ადგა და უკანმოუხედავად წავიდა. თავისიანებს მალე დაეწია, არავის არაფერი უკითხავს, ცოტა ხნის შემდეგ თქვა,
– ასე არაფერი გამჭირვებია, მოვკალი. უხმოდ გააგრძელეს გზა.
P.s გაგრძელება იქნება.”
თეგები: არჩილ ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved