გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ ავარიას ოჯახი ემსხვერპლა – გარდაცვლილია დედა, მამა და 4 წლის ბავშვი.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მთავარი არხის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მცირე ტიპის ტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა.
ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ვერცერთის გადარჩენა მოხერხდა.
კომენტარები