ბათუმში მამაკაცმა 11 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა. ინფორმაცია TV25-მა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებული, დაზარალებულის დედის მეგობარი კაცის შვილია.
ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გაიმართა. მოსამართლემ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები