მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მივიდა და ჟურნალისტებთან განაცხადა:
“სარდაფებია, სადაც ხორცის მანქანებია, ბავშვებს ატარებენ და ჭამენ? ამას მეკითხებით? არ არის ასე. შევალ შიგნით, იმის გასარკვევად ჩამოვედი რა ვითარებაა, გავარკვევ და მოგიყვებით.
ტყუილებს ნუ მეუბნებით, არაფერი 4 საქმე არ არის აღძრული, გამოძიება კი არ იტყუება, ეყობა არ ადევნებთ თვალს, გომელაურის უწყებამ გააკეთა განცხადება, რომ ეს 4 საქმე არ არის აქტუალური, გამოიძიეს და არაფერი არ დადასტურდა.”
გასცემს, თუ არა, გომელაურის უწყება, მეუფე იაკობს პასუხს და მართალია, თუ არა, რომ ეს შსს-თვის არ არის აქტუალური ეს 4 საქმე და მათ დახურვას აპირებს – ვნახოთ.
მანამდე კი, შეგახსენებთ, გომელაურის უწყების განცხადებას, სადაც ითქვა: – “2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს.” – 2016 წლიდან დღემდე მიმდინარეობს ძიებაო, დღემდეო, მიმდინარეობსო…
და ისე, მეუფე ნიკოლოზ, ბავშვებს თუ ხორცსაკებ მანქანაში არ ვატარებთ და არ ვჭამთ – ყველაფერი იდეალურადაა? ამას ეტყვით პანსიონში ბავშვებს, თუ ხორცის მანქანაში არ გატარებენ და თქვენ ხორცს არ ჭამენ, ყველაფერი კარგად ყოფილაო?
მეუფე ნიკოლოზ, თქვენი პასუხი იმდენად შემაშფოთებელია, ბავშვებმა არ უნდა წაიკითხონ და მოისმინონ, არც ეს გეუბნებათ არაფერს?
კომენტარები