თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.
– თქვენ, თითქმის 2 თვის წინ წერდით, რომ ფაიზერის ვაქცინის გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს გულის პრობლემაც. ახლა იგივეზე საუბრობს ევროპის წამლის სააგენტოც. ინტერნეტში კი მოარული ჭორი დადის უკვე, რომ ფაიზერით აცრის შემდეგ, ქალებს მკერდი ეზრდებათ…
– არა, მკერდის გაზრდაზე ტყუილია. რაც შეეხება ფაიზერს და გულის პრობლემებს, კი, მე რამდენიმე თვის წინ ვწერდი ამაზე, მე ვმუშაობ ისეთ ორგანიზაციებში, სადაც მიმიწვდება ხელი კვლევებზე მანამ, სანამ ისინი გამოქვეყნდება. ისრაელის კვლევები იყო პირველი ამ მხრივ და მე სრულად ვენდობი ისრაელის კვლევებს, რადგან, შესაძლებელია, მინისტრი იქაც პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ტექნოგრადები მუშაობენ ისე, რომ არც კი აინტერესებთ ვინ არის მათი პრეზიდენტი, ნული აქვთ პოლიტიკური ინტერესი. ისრაელის კვლევების მიხედვით, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცებში, 10 000 ახალგაზრდა მამაკაციდან ერთს დაუდგინდა გულის პრობლემა. მოგეხსენებათ, ისრაელში, ყველა მოქალაქე მიდის ჯარში და ახალგაზრდების უმეტესობა ვარჯიშობს, კუნთების გასაძლიერებლად კი ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებს სტეროიდებს. თვლიან, რომ სტეროიდების და ვაქცინის კორონაციის შედეგია ეს გართულება. მე ხშირად ვამბობ, რომ სტეროიდებს უნდა მოვერიდოთ, რადგან ძალიან ცუდად მოქმედებს პოტენციასა და გამრავლების ფუნქციაზე, მაგრამ, ამჯერად, 18-დან 30-მდე წლის ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც გაიკეთებენ ფაიზერს, კატეგორიულად ვურჩევ, არ მიიღონ სტეროიდები, მოერიდნენ ფიზიკურ დატვირთვას ვაქცინაციის პერიოდში და როგორც კი იგრძნობენ მიოკარდიული პრობლემის ნიშნებს, რაზეც ვაქცინაციის ექიმმა უნდა გააფრთხილოს, გულის წვა, ტკივილი და ა.შ. მყისიერად გამოიძახონ სასწრაფო, არ გადადონ.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყეთ, სამედიცინო პირბადე 2 წელს ასაკის ზემოთ ადამიანებში, ვაქცინაცია და დისტანცია.
კომენტარები