თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის პროცესი მიმდინარეობს.
თავად, ბათუმელი მედროშე კი არაადამიანურ მოპყრობაზე ალაპარაკდა, თემურ ქათამაძის თქმით, სწორედ მკურნალობის მეთოდზე მოხდა ჩხუბი პაციენტსა და “ვივა მედის“ დირექტორს ნინო ნადირაძეს შორის.
ქათამაძე ამბობს, რომ მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდი არ იმართება შესაბამისი პროტოკოლით. ასევე, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც დაგეგმა მიგრაციის დეპარტამენტმა და მასში მონაწილეობდა “ვივა მედიც”.
ქათამაძე მოწმეების გამოკითხვას ითხოვს და მოსამართლეს მიმართავს, მოწმის სახით სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ნინო სულამანიძე მოიწვიონ, რომელიც მისი თქმით, მომხდარ ინციდენტს შეესწრო და ასევე, ვივა მედიდან გამითხოვონ შინაგანაწესი და პაციენტთან მოქცევის დებულება.
თუ არ ვცდები, 18 დღეა, რაც გამომწერეს ვივა მედიდან და წამოღებული მაქვს 5 ცალი კვების კონტეინერი და ქილა მაწონი. ეს არის ის კვება, რასაც მაწვდიან და მე მაქვს პრეტენზია, რომ ეს არ არის სათანადო მართვა შიმშილობის შემდეგ პროცესის მართვისთვის. განსაკუთრებით ადამიანის, ვინც 48 დღე ვშიმშილობდი და ამ კვებამ გავლენა იქონია ჩემს ჯანმრთელობაზე.
მე მინდა, ასევე წარმოვადგინო ჩემი განცხადების ასლი, მიგრაციის დეპარტამენტში შეტანილი, სადაც ასახულია ამ 5 კონტეინერის შემადგენლობა, სახეობები და სხვა დეტალები”, – თქვა სასამართლო პროცესზე ქათამაძემ.
კომენტარები