“სოლიდარობის სახლი” აქვეყნებს წერილს და ფოტოებს:
“მათხოჯელი ცუგას წამების ისტორიამ, მთელი საქართველო შეძრა. ცხოველის პატრონების თავდაპირველი განცხადებით, ძაღლს ფეხი ნაჯახით გადაჭრა სოფლის მაცხოვრებელმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ამხელენ და დანაშაულსა და დამნაშავეს ფარავენ.
როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულის საქმის გამოძიებაში ჩაერთო სამართალდამცავები, ძაღლის პატრონმა შეცვალა ცხოველთმოყვარულებთან ანა დანგაძესა და მარიამ ბენიძესთან გაცხადებული სიტყვა და გამოიგონა ისტორია, რომ ძაღლს ან ტურებმა დაესხნენ თავს და ფეხი მოაგლიჯეს ან ხაფანგმა გადაჭრაო.
მოკლედ, ვეტკლინიკაში, რენტგენის გადაღების დროს აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ ძაღლს ფეხი გადაგლეჯილი აქვს, ძაღლს უკანა ფეხებზე კისტის თოფიდან ნასროლი რამდენიმე ტყვია აქვს ჩარჩენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოველს აცხოვრებდნენ ტანჯვაში, რომ არანაირი სამედიცინო დახმარება და მკურნალობა მას არ აღმოუჩინა პატრონმა.
ფაქტიურად, ძაღლი დაცხრილულია ტყვიებით. 100-მდე ნასროლი ტყვიით აქვს ჭრილობა მიყენებული, რაც არ არის შემთხვევით და გამიზნულად არის ძაღლი დაზიანებული. ქვემოთ მოტანილ ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს ტყვიების კვალი. ძაღლი არის მონადირის ჯიში. ამ ოჯახში ცხოვრობს კიდევ ერთი ცუგა, ამ ძაღლის და. ორივე ერთად სანადიროდ დაჰყავდა მათ პატრონს. მანიაკალიზმში გადადის ცხოველების მიმართ ასეთი უდიერი და სადისტური ქმედებები.
ამ ცუგას ბედიც გასარკვევია, სამომავლოდ ან წამებით უნდა დაასრულოს სიცოცხლე ან იქნებ ვინმე მზრუნველი ახალი პატრონი გამოუჩნდეს. ასე, რომ სასწრაფოდ უნდა დადგინდეს დამნაშავე და პასუხი აგოს კანონის წინაშე! An Na მარი ამი”
კომენტარები