ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“საშინელი განუკითხაობა და ადამიანთა წამება ხდება სასჯელაღსრულების N18-ე დაწესებულებაში, პატიმრებმა შიმშილი დაიწყეს.
არაადამიანური ტკივილები აქვს ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების ქვეშ, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს.
ცხოველივით ღმუის და ტირის, ცოცხლად იტანჯება, ექიმი არ არის ელემენტარული რომ დაგჭირდეს, რა ვქნათო, ანალგინი ან ვალერიანი შეიძლება მიაწოდონ…
რა ჩვენი ბრალია, ესაა რაც გაგვაჩნიაო…
ელოდებიან როდის ვეღარ გაუძლებს და ტკივილისგან ხორცს დაიჭამს…
რა უბედურებაა ეს მინდა ხმამაღლა ვიყვირო უსამართლობის გამო.
რამდენჯერ წერილი მივწერე სამედიცინო დეპარტამენტს, ყავარჯენი მოვითხოვე, წამალი მე თავად ვუყიდე, მაგრამ გაუსაძლისია, ტკივილები იმატებს და ყველაზე დიდი უბედურება გულგრილობაა, სიბნელეში ვართ სიბნელეშიიიიიიი!!!!!!!!!!”
“ალიამ” არაერთი წერილი გამოაქვეყნა ციხიდან, სადაც პატიმრები მედიკამენტების არქონის გარდა, კვების შემცირებაზეც საუბრობენ. არაერთხელ ვცადეთ მინისტრ წულუკიანისგან პასუხი მიგვეღო – მაგრამ, ამაოდ.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, “ალია” რეაგირებას პრემიერს სთხოვს, რადგან მინისტრთა კაბინეტის გამართულ მუშაობაზე სწორედ ისაა პასუხისმგებელი და იუსტიციის მინისტრის კაბინეტი კი გამართულად არ მუშაობს, მეტიც, მას ან არ აქვს პასუხი, ან რბილად რომ ვთქვათ, არასწორ პასუხს ავრცელებს!
კომენტარები