ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე გაადაცემაში “სთორი”-ში დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა:
”ახლა ამას საჯაროდ პირველად მოვყვები… ღმერთო, მაპატიე, ამას რომ ვყვები.
სამშობიაროს თანამშრომლები დედებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში არც ერთ სამშობიაროს არ ჰქონია სასაფლაო და არც ერთი ბავშვი არ დაუკრძალავთ. ვისაც ბავშვის ცხედარი არ გაატანეს, ყველა ბავშვი არის მოპარული.
ის 10 ათასობით დედა, რომლებიც შვილებს ეძებენ, ვერ ამტკიცებს, რომ საერთოდ ჰყავთ შვილი გაჩენილი, არ იძებნება მათი საბუთები. ვერ ამტკიცებს საერთოდ რომ იმშობიარა და ვის წინააღმდეგ უნდა შეიტანოს სარჩელი.
იყო ქსელური ჯაჭვი, პირადად აქვს ჩემთვის მოყოლილი მესამე სამშობიაროს ყოფილ მედდას, მითხრა ბავშვიგაჩნდა ერთ-ერთ სამშობიაროში, დედას ვუთხარით, რომ გარდაიცვალაო, ბავშვი წამოვიყვანეთ სხვა სამშობიაროში, მე გავტარდი, როგორ მშობიარე დედა, გამოვიყვანე და მიწისქვეშ გადასასვლელში გადავეცი ბავშვი და სამაგიეროდ რა მიიღე-თქო, ვკითხე და პალტო მაჩუქესო…
თუ რეალურად იყო ბავშვი გარდაცვლილი, მშობელს ატანდნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ყველა დედას ბოდიშს ვუხდი ამას რომ ვყვები, ამ ბავშვებს ინახავდნენ გაყინულ მდგომარეობაში… ამას ყოფილი თანამშრომლები ჰყვებიან… იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დედა კატეგორიულად ითხოვდა ბავშვს, ანაცვლებდნენ და სხვის გაყინულ ცხედარს ატანდნენ. ერთი ქალი ვიცი, 18 წელი ტიროდა შვილს და მოგვიანებით წერილი ჩაუგდეს და უთხრეს, რომ პოლიციის უფროსს ჰყავდა მისი შვილი მოპარული…
ძალიან ბევრი აღმზრდელი მშობელიც მოტყუებულია.
ერთი ქალია, რომელიც ეძებს თავისი ნაშვილები შვილის მშობლებს, რომ მივედი ერთი ცნობილი გინეკოლოგის სახლში, რამდენიმე ბავშვი იყო და ავარჩიეო, ჰყვება…
ერთმა ცნობილმა გინეკოლოგმა, საკუთარი ნათლულის შვილი გაყიდა, საკუთარი ნათლული გაწირა… ვიპოვნეთ ეს დედა, არ სჯეროდა ჯერ, ღმუოდა ქალი, ვერ იჯერებდა იმიტომ, რომ ნათლიამ ამშობიარა…
უმთავრესი მიზეზი იყო ფული, მანქანის ფასი ღირდა მაშინ ბავშვი, გოგო 1000 მანეთი ღირდა, ბიჭი 1500 მანეთი.”
კომენტარები