ბათუმში ქალის დაჭრასა და მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ, საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი იგივე დანით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაშავებული ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
წყარო – ბათუმელები
კომენტარები