მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ზუგდიდში, ბანკში მყოფი მძევალი საუბრობს და ამბობს, რომ თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს. მისივე ინფორმაციით, მძევლად 19 ადამიანია.
შენობაში ვიმყოფებით, ერთ ოთახში 19 კაცი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით და ყუმბარით და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობით მოგვარება ამ სიტუაციის შეუძლებელია, 500 ათას დოლარს ითხოვს და უნდა შემოვიდეს ვინმე ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია – ამბობს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია “მთავართან” საუბარში.
მისივე თქმით, თავდამსხმელი ნაღდ ფულს, ადგილზე მიტანით და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს
კომენტარები