უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხარკოვის სოფელ გუსაროვკაში, საგამოძიებო ჯგუფებმა, ერთ–ერთი სახლის სარდაფში იპოვეს სამი ნაწამები და დასახიჩრებული ცხედარი, რომელთა შორის ერთი, სავარაუდოდ, ბავშვია.
გვამების დათვალიერებისას გამოვლინდა ხანგრძლივი ძალადობისა და წამების კვალი. გარდა ამისა, ნაწამები ადამიანები, სავარაუდოდ, ცოცხლად დაწვეს.
კომენტარები