პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:
“ბევრი ადამიანი მწერს, ამ ბოლოს ხშირად მეკითხებიან, ვაქცინა ხომ არ იმოქმედებს რეპროდუქციაზე, პირდაპირ მეკითხებიან, ვაქცინა რომ გავიკეთო, მერე ბავშვს გავაკეთებო?
გადავწყვიტე ლაივში ვუპასუხო ყველას.
მამაკაცებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან უჭირთ საუბარი.
რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ვაქცინასთან მიმართებაში, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეის მდგომარეობით, მონაცემები არ გვაქვს! არავინ არ იცის! გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ტყუილს ვერ გეტყვით.
რამოდენიმე ჩემმა სტუდენტმა გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია, მამაკაცების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, კერძოდ, სპერმის ხარისხზე. რამოდენიმე კვლევა გაკეთდა მსოფლიოს მაშტაბით, კოვიდგადატანილი ადამიანების სპერმის ხარისხი კარგი არ არის. არაერთი კვლევა ჩატარდა. განგაშის ზარებიც დაირეკა. ქალბატონებისთვის – კვერცხუჯრედებთან დაკავშირებით კვლევის პასუხი არ ვიცი და სპერმასთან დაკავშირებით, არაერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია.
რა უნდა გააკეთოთ, რა იქნება ჩემი რჩევა. რადგანაც არ ვიცი მეტი ინფორმაცია, ერთი რეკომენდაცია მექნება, ხალხო, ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, ახლა არის დრო, სანამ კოვიდი დაგემართებათ, სანამ ვაქცინას გაიკეთებთ. რა იქნება ხვალ და ზეგ არავინ იცის. ყველაფერი უნდა იყოს ნებაყოფლობით, ბავშვის გაკეთებაც და ვაქცინის გაკეთებაც. გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ! მეტს ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. რადგან კვლევები ჩატარდა და რაღაც ნიშანი გამოჩნდა – ესე იგი არის პრობლემა. ხალხო, გაერთეთ, ცხოვრება მოკლეა, ხომ ხედავთ, მეცნიერები გეუბნებიან, ბავშვი გააკეთეთ ახლა. ხვალ და ზეგ არ ვიცი, მართლა გეუბნებით, ეს არის მაქსიმალური ინფორმაცია, რაც ვიცი დღეს! ვიფიქროთ კორონაბავშვებზე. ყველაზე საშიში ამ კოვიდში არის დეპრესია.
თუ ვინმე გიყვართ, დრო არ დაკარგოთ, დაურეკეთ და უთხარით – მიყვარხარ! აგერ, კოვიდი თუ გადაიტანე, სპერმის ხარისხი ვარდება ქვევით.”
კომენტარები