უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] სანქცირებული ოლიგარქის, ვადიმ ნოვინსკის 144 მილიონი გრივნის აქტივები დააყადაღა.
SBU-ს მასალების მიხედვით, დაყადაღებულია 18 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც პრორუსი ოლიგარქის კომპანიები სს „უკრტრანსგაზის“ საწყობებში ინახავდნენ და ცდილობდნენ გასხვისებას მესამე პირების სასარგებლოდ, უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად.
SBU-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს კრიმინალური სქემა, რომლის მიხედვით, ნოვინსკიმ ხელახლა დაარეგისტრირა გაზის წარმოების საკუთარი საწარმოები რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება აგრესორი სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმდინარეობს და გრძელდება მოკვლევა დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად და დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად.
ვადიმ ნოვინსკი უკრაინის რადას დეპუტატი იყო. პარლამენტი მან 2022 წლის ივლისში დატოვა.
კომენტარები