2 ნოემბრის საღამოს, ვენაში, სინაგოგასთან პირველი გასროლა გაისმა – შეიარაღებული ტერორისტი პირდაპირ დამიზნებით ესროდა გამვლელებს, რომლებიც, საბედნიეროდ, ამ დროისათვის ქუჩაში ცოტანი იყვნენ.
ექიმების ინფორმაციით, ადგილობრივ საავადმყოფოებში მიიყვანეს 15 დაჭრილი, აქედან 7 მძიმე მდგომარეობაში – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია Kurier ავრცელებს.
მოქალაქეები წერენ, რომ ტერაქტი ამ წუთებშიც გრძელდება და სროლის ხმა ესმით, სოციალურ ქსელში და იუთუბ არხზე ვრცელდებოდა ვიდეოები,
მოგვიანებით ვენის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი ტერორისტი ლიკვიდირებულია:
“ტერორისტული აქტი 6 ლოკაციაზე განხორციელდა, მოქმედებდა რამდენიმე თავდამსხმელი, ლიკვიდირებულია ერთი მსროლელი”
თუმცა, ადგილობრივი მედია Kronen Zeitung წერს, რომ თავდამსხმელი თავი მოიკლა, კერძოდ, მან თავი აიფეთქა.
ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილებზეც.
პოლიცია არ აძლევს მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლებას, რადგან არსებობს საფრთხე, რომ თავდამსხმელები მათ ისევ ცეცხლს გაუხსნიან.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ პირველი გასროლიდან მალევე ვენის ცენტრი და ახლომდებარე ქუჩები ბლოკირებულია სამართალდამცველების მიერ.
ავსტრიის კანცლერმა, ფაქტი უკვე შეაფასა ტერაქტად, შსს მინისტრმა კი განაცხადა, რომ ეს არის კარგად შეიარაღებული და საშიში ჯგუფი: “თავდამსხმელი არის რამდენიმე, გვყავს დაჭრილები, შესაძლოა გარდაცვლილებიც, მოგიწოდებთ, არ გახვიდეთ ქუჩებში. ისინი არიან კარგად შეიარაღებულნი და საშიშნი”
ტერორისტების ძებნა ამ წუთამდე გრძელდება.
კომენტარები