სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ გედის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ჭიათურაში ძაღლებმა დაკბინეს.
„სურათები შეიცავს მძიმე კადრებს!
სამწუხაროდ ეს გედი დაიღუპა.
ჭიათურაში გუშინ ღამე – გედების ტბაზე ძაღლებმა დაგლიჯეს გედები.
6 გედი დაიღუპა მხოლოდ ერთი გადარჩა, დღეს დილიდან შეეძლოთ ამ გედის გადარჩენა მაგრამ, ბადეების გაკვრა დაიწყეს მკურნალობის ნაცვლად ჭიათურის მერიამ აქაც დააგვიანა რეაგირება…
ბევრი რამის დაწერა გვინდა და თქვენ დაწერეთ“…
კომენტარებში წერენ:
“პირბადე შემოახვიეს? ამაზე პასუხისმგებელი პირები, ალბათ გამარჯობას ძლივს კადრულობენ, თავაწეულები დადიან, საქმიანი სახეებით.”
“ეს გედი ჭრილობაზე შემოხვეული პირბადით არის ჩვენი უპატრონო და ფასადური სახელმწიფოს სიმბოლო”
კომენტარები