ამბობენ, რომ აშშ-ის ისტორიაში 2021 წლის 6 იანვარი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ შევა – ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში მაშინ შეიჭრნენ, როცა კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.
კაპიტოლიუმის შენობაში ისმოდა სროლის ხმაც. ბოლო ინფორმაციით გარდაცვლილია 4 ადამიანი.
კონგრესზე შეიარაღებულ შეტევას რესპუბლიკელების ნაწილიც კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს. ტრამპის აგრესიული და რადიკალური მოწოდებების გამო კი თეთრის სახლის ჯერ კიდევ მოქმედ ლიდერს ფეისბუქმა და ტვიტერმა ანგარიშები დაუბლოკეს.
დონალდ ტრამპმა მოგვიანებით მომხრეებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ვაშინგტონში ორი შტატის პოლიცია იყო გამოძახებული.
ფოტოები:
წყარო: CNN.com
კომენტარები