დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“ვხედავ ქუჩაში – მოათრევს დედა 3 წლის ბავშვს ცემა-ტყეპით, კვერს უკრავს ხნიერი მამაკაცი – იმსახურებს, სათამაშო გატეხაო, ჩვენ მილიონრები კი არ ვართო…
უცებ მოწყდა ბავშვი დედას, გამოიქცა და ჩამეხუტა.. მიშველეო.. ერთი ხანობა შუაში ჩავუდექი, მერე ეცა დედამისი, გამომტაცა და უფრო მეტი ცემით გაიგდო წინ – როგორ თუ გამექეცი და უცხო კაცს მივარდიო..”
კომენტარებში, ოთარ ფანცულაია წერს, რომ შეეშინდა, მეტი საფრთხე არ შეექმნა ბავშვისთვის – “უფრო აქტიურად რომ დამეცვა, ის გიჟი ბავშვს საშინელ დღეში ჩააგდებდა სახლში..”
კომენტარები