ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილზე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
„ტვიტერის” ქართველი მომხმარებლები უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე 2003-2012 წლებში მოკლული და ნაწამები პირების ფოტოებს აქვეყნებენ, მათ შორის სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის.
„თქვენ დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი ხართ. სააკაშვილი კომიკოსია, ხოლო წამების მსხვერპლი ფოტოებზე ნაჩვენები ხალხო იყო,”- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ზელენსკის პოსტზე.
“იმედი” წერს, რომ ზელენსკის ტვიტზე მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო კომენტარების დიდი ნაწილი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, “ტვიტერში” მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას ნელ-ნელა კლავენ.
კომენტარები