30 ივლისს თბილისში ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი გაუჩინარდა. მეორე დღეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა, მთაწმინდის ფერდზე გარდაცვლილი იპოვეს.
შანაი ბრუკის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაის ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ტელეფონით საუბრის დროს მეგობარმა შანაის სიტყვები გაიგონა: “გთხოვთ, გამიშვით, უბრალოდ გამიშვით”.
სააგენტო AMBEBI.GE წერს, რომ მას წყარო საქმის გაუხმაურებულ დეტალებს აწვდის.
“როგორც ირკვევა, გოგონა, ასე ვთქვათ, “ნაომარია” და ნაჭიდავები. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ამბავი გაუპატიურების შესახებ, მაგრამ გეტყვით, რომ გოგონას სექსუალური ძალადობის კვალი არ აქვს, გაუპატიურება არ დასტურდება.
ისიც ცნობილია, რომ ქალი სხვა ადგილასაა მოკლული და მერეა იმ ადგილას ჩაყვანილი. როგორც ჩანს, მკვლელი გვამის გადამალვას ცდილობდა, ამიტომ ჰქონდა მას ტოტები ზემოდან დაყრილი. ისიც იკვეთება, რომ გოგონა იმავე ტერიტორიაზეა მოკლული, ანუ არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც მისი გვამი იპოვეს.
დაზიანებებსა და მკვლელობის იარაღს რაც შეეხება, რაიმე პროფესიონალური კი არა, მაღაზიაში რომ იყიდება, “პლასტმასის” ტარიანი დანით აქვს კისრის არეში ჭრილობები მიყენებული. ეტყობა, თავდამსხმელი აშინებდა და ეჭიდავებოდა, ის კი წინააღმდეგობას უწევდა. ქალს ხელის თითებიც დასერილი აქვს.”
შსს ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებს.
კომენტარები