მთავარი არხის ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაპირისპირებას, სადაც სკოლის დირექტორის ქმარმა ადგილობრივის, გ. ს.-ის მანქანას ქვები დაუშინა, წინ სკოლის დირექტორის მიერ დაზარალებულის შვილის მიმართ მუქარა და ბულინგი უძღოდა.
როგორც გ.ს. ამბობს, დირექტორი მის შვილს აბულინგებდა, მას ასევე რამდენჯერმე დაემუქრნენ. როგორც მამა ამბობს, ამის გამო ბავშვმა სუიციდიც კი სცადა.
“ქუთაისიდან ვმოძრაობდი საკუთარი სახლის მიმართულებით, როხის ცენტრში არმისული შემხვდა როხის სკოლის თანამშრომელი და დირექტორის მეუღლე ა. მ, მოდენიდა საქონლებს – ეს პირველი შემთხვევა არ არის, რამდენი შემხვდებოდა, ცდილობდა შევიწროებას, ცდილობდა შეურაცხყოფის მოყენებას, აიღო ქვა და ჩემი შვილის მისამართით, რომელიც მინასთან იდგა, გვერდით კარების მინასთან, აიღო ქვა და ორი მინა გაიტანა ქვამ.
წინაპირობა ის იყო, რომ დირექტორმა, გაბრაზებულმა, რაზე არც ვიცი, ჩემი შვილი დააბულინგა, შემდეგ არაერთჯერადად რამდენიმე მუქარა იყო ბავშვის მისამართით, შემდეგ გააგრძელა ეს კონფლიქტი არაერთხელ, საბოლოო ჯამში ბავშვი მივიდა იმ დონემდე რომ ვენები გადაისერა,” – ამბობს გ. ს.
შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს მოხდა. თავდასხმის დროს მანქანაში არასრულწლოვანი ბავშვი და ქალი იმყოფებოდნენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომენტარები