საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის ასაკი კანონით უნდა განისაზღვროს:
„ავარიას ხშირად ახდენს ადამიანი რომელსაც ავტომობილი თავად არ შეუძენია და მამამ უყიდა. ამიტომ ვთქვი, რომ სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და თვითონ არ შეეძლება იყიდოს ავტომობილი, შესაძლოა, 23 წლამდეც იყოს მართვის უფლების შეზღუდვა, ან შეეძლოს მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით უზის უფროსი. ვთვლი, რომ შესაძლოა კანონში ჩავდოთ ასეთი რამ: 18 წლის ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ თუ კი გვერდით უფროსი არ უზის, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს. სტატისტიკა უნდა ვნახოთ და თუკი გამოჩნდება, რომ ავარიები მოდის, მაგალითად, 19 წლიდან 23 წლამდე ასაკის პირებზე, მაშინ მაგაზეც უნდა ვიფიქროთ. თუ უფროსი უზის ხოლმე კი ბატონო ატაროს, მაგრამ თუ არადა შესაძლოა ვთქვათ რომ 23 წლამდე პირს დამოუკიდებლად არ ჰქონდეს ავტომობილის ტარების უფლება“
წყარო – cyc.ge
კომენტარები