გურამ ფალავანდიშვილი “პრაიმშოუში”, სადაც განიხილავდნენ ქობულეში მომხდარ ტრაგედიას, როცა 14 წლის გოგონამ, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი, თავი მოიკლა, ამბობს:
16 წლის მერე ქრისტიანულად გათხოვება შეიძლება. განა აუცილებელი პირობაა გათხოვება 16 წლის ასაკში, მაგრამ შეიძლება გათხოვდე, ასე ამბობენ მამაოები. თქვენ მეუბნებით ანტიოჯახურ, სატანურ თეორიას, გოგოებო არ გათხოვდეთო… 5 შვილი და 6 შვილიშვილი მყავს. ჩემი ცოლი 17 წლის იყო, რომ მოვიყვანე და რატომ არ არის ნორმალური, მაინცდამაინც უნდა გვებო@ა?
დატკბეს რას ქვია, სექსუალური ცხოვრება ქმრის გარეშე არის გარყვნილება. თუ აქვს სექსუალური ცხოვრება ქმრის გარეშე, კი, ის უნდა ითვლებოდეს ბო@ად.
14 წლის გოგო რომ გათხოვდა, ეს არ არის ნორმალური და ეს არის ძალადობა. მაგრამ რა ტენდეციაცაა, რომ თითქოს ჩვენ ვართ ველურები და ეს არის ხშირი შემთხვევა, ეს არის ტყუილი. ყველგან ხდება პედოფილის, მანიაკობის, ძალადობის შემთხვევები. უიშვიათესია ასეთი შემთხვევები საქართველოში.
თვითმკვლელობა ცოდვის ჩამორეცხვა არ არის, თვითმკვლელობა ცოდვის დამატებაა.
ეს არის სატანისტების მხრიდან პორტირებული თემა ოჯახის, ქალების, ბავშვების წინააღმდეგ. ხდება სისტემური ძალადობა ბავშვებზე. უცხოეთში ბავშვების 40 პროცენტი ვინცაა ჩართული გარყვნილებაში, ამთავრებს ცხოვრებას სიუციდით. თქვენ ამბობთ, რომ იმატებს რიცხვი, სწორია, მოიმატებს სუიციდის რიცხვი, ინტერნეტი მიღწევადია ყველა ბავშვისთვის, მცდელობაა, რომ გარყვნილება ანახო, მიღებულია გენდერული თეორია…
მე რომ ვიყო პრეზიდენტი ცოტა ხანი მოგათავსებდით იზოლაციაში, ცოტა რომ აზრზე მოხვიდეთ. თქვენ აზრს მივყავართ სუიციდამდე…
დაქირავებული სოც. აგენტები უწყობენ ჩევნ შვილებს ტერორს, შვილებს აძულებენ მშობლებს, ქალი ოჯახში თუ არის, არის ჩამორჩენილი, თურმე, კაცი არის აპრიორი მოძალადე, ეს ყველაფერი ოჯახის და შვილების წინააღმდეგაა. ველურების და სიბნელის რუპორები ხართ.”
კომენტარები